კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ ჩვენი პორტთფოლიო, შევიტანეთ ცვლილებები. ვიმუშავეთ დიფერენცირებაზე. განვიხილეთ შეფასების სქემები და შევიტანე შესაბამის საქაღალდეში. საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული დღე იყო. მადლობა თეონას.
ორი დღის განმავლობაში მოვისმინე და ჩავერთე პროექტებით სწავლების ტრენინგზე,რომელიც ძალიან საინტერესოა. ავირჩიე თემა პროექტისთვის.შევქმენი პორთფოლიო.დავწერე პროექტის მოკლე შინაარსი.ვფიქრობ საინტერესო იქნება პროექტზე მუშაობა.ამ ეტაპზე ყველაფერი გავიგე რა და როგორ გავაკეთო ჩვენი ტრენერის თეონა ლოთიკაშვილის დახმარებით,რომელიც საინტერესოდ და გასაგებად გვაწვდის მასალას.
დღეს კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს,შევიტანე ცვლილებები. განვიხილე როგორ ჩამოვაყალიბო პროექტის სასწავლო მიზნები. ვისწავლე როგორ მოვამზადო ბუკლეტი. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე.
Comments
Post a Comment