Posts

მერვე დღე

კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ  ჩვენი პორტთფოლიო, შევიტანეთ ცვლილებები. ვიმუშავეთ დიფერენცირებაზე. განვიხილეთ შეფასების სქემები და შევიტანე შესაბამის  საქაღალდეში. საინტერესო და ინფორმაციულად  დატვირთული დღე იყო. მადლობა თეონას.

მეხუთე დღე

დღეს ვიმუშავეთ ბუკლეტის შექმნაზე და დიზაინზე. გავააქტიურე წინარე ცოდნა, გავიხსენეთ ყველა ის მასალა ,რომელიც გავიარეთ აქამდე. შესწორება შევიტანე სასწავლო მიზნებში. საინტერესო და შინაარსიანი დღე იყო .დიდი მადლობა თეონა ლოთიკაშვილს.💓💞💖

მეოთხე დღე

დღეს კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი  მიმართულების  მიმცემ  საკვანძო  კითხვებს,შევიტანე  ცვლილებები.    განვიხილე  როგორ ჩამოვაყალიბო  პროექტის  სასწავლო მიზნები. ვისწავლე როგორ მოვამზადო ბუკლეტი. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე.

მესამე დღე

დღეს გავიხსენეთ წინარე ცოდნა.გავეცანით ახალ მასალას . რაც გამოიხატება კითხვების სწორად დასმაში,ჩამოვწერეთ ჩვენი თემიდან გამომდინარე 10 კითხვა,გამოვყავით ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.შევიმუშავეთ მომავალი დავალების სქემა.დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.მადლობა ჩვენს ტრენერს თეონა ლოთიკაშვილს.

მეორე დღე

ორი დღის განმავლობაში მოვისმინე და ჩავერთე პროექტებით სწავლების ტრენინგზე,რომელიც ძალიან საინტერესოა. ავირჩიე თემა პროექტისთვის.შევქმენი პორთფოლიო.დავწერე პროექტის მოკლე შინაარსი.ვფიქრობ საინტერესო იქნება პროექტზე მუშაობა.ამ ეტაპზე ყველაფერი გავიგე რა და როგორ გავაკეთო ჩვენი ტრენერის თეონა ლოთიკაშვილის დახმარებით,რომელიც საინტერესოდ და გასაგებად  გვაწვდის მასალას.